saqarTvelos mdinareebi - Ciruxilwyali, mariTisxvi

ტერიტორიული ერთეულები შუახევის მუნიციპალიტეტი
სათავე შავშეთის ქედი
შესართავი აჭარისწყალი
სიგრძე 32 კმ
აუზის ფართობი 329 კმ²

 

სინონიმი: მარითისხევი.

მდინარე დასავლეთ საქართველოში, შუახევის მუნიციპალიტეტში. მდინარე აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2220 მ. სიგრძე 32 კმ. აუზის ფართობი 329 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე ახასიათებს წყალდიდობა, შემოდგომაზე წყალმოვარდნები, ზაფხულსა და ზამთარში – წყალმცირობა. საშუალო წლიური ხარჯი შეადგენს სათავესთან 10,9 მ³/წმ.